ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავის ფეხბურთელები კაბინეტში მორიგეობით აკითხავდნენ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები ცდილობდნენ, რომ ჩავი დარჩენაში დაერწმუნებინათ.

დღეს კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც იანვარში განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებდა, თავისი გადაწყვეტილება ოფიციალურად შეცვალა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ჩავი აიძულა შეეცვალა გადაწყვეტილება, იყო „ბლაუგრანას“ ფეხბურთელების მხარდაჭერა. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მწვრთნელმა კლუბის დატოვების შესახებ განაცხადა, ფეხბურთელები მის კაბინეტში რეგულარულად მოდიოდნენ და ცდილობდნენ დარჩენაში დაეყოლიებინათ.

აღნიშნულია, რომ ფეხბურთელებთან პირად საუბარში ჩავიმ არ გამორიცხა, რომ გადაეფიქრებინა, თუმცა მისი შესაძლო წასვლა დარჩენილ სეზონში გუნდის მოტივაციის ასამაღლებლად სურდა.

ამრიგად, უკვე გადაწყდა, რომ ჩავი რჩება და „ბარსა“ სავარაუდოდ მალე შემადგენლობაში ცვლილებებსაც დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“