''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია
Aa
Aa

''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია

პოლონეთის თასის ფინალში ითამაშებს ლუკა ზარანდიას ''არკა.'' გდინიაში გამართულ საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში  ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 1:0 დაამარცხა ''კორონა.'' პირველი შეხვედრა ''კორონამ'' შინ 2:1 მოიგო. ერთადერთი საპასუხო გოლი ლუკა ზარანდიამ გაიტანა. სწორედ ქართველის მიერ მეტოქის მოედანზე გატანილმა გოლმა განაპირობა ''არკას'' ფინალში გასვლა.

საპასუხო მატჩამდე ზარანდიამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: ''თასი გდინიაში უნდა დარჩეს.'' გამარჯვების შემდეგ ლუკა ასე გამოეხმაურა გამარჯვებას: ''ფინალი ჩვენია.''

''კორონას'' სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კაჭარავა მოხვდა. მან შეუცვლელად ითამაშა და 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება ''არკას,'' გამარჯვებულთა შორის საწყის თერთმეტეულში ვიხილეთ ლუკა ზარანდია. ''არკას'' ქართველმა ლიდერმა 59-ე წუთზე მოედანი დატოვა. მატჩის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა.

როგორც ლუკამ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, ტრავმის გამო შეცვალეს, თუმცა მისი უთამაშებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა ამ ეტაპზე უცნობია, დიაგნოზს უახლოეს დღეებში დაუსვამენ. 

მატჩის 22-ე წუთზე ''არკას'' მეკარემ ძალიან ცუდად ითამაშა. ნიკა კაჭარავას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა თანაგუნდელის მისამართით გააკეთა გადაცემა და მან კარისკენ დარტყმა ვერ მოახერხა.

კაჭარავას შანსი

 

''არკა'' პოლონეთის თასის მოქმედი გამარჯვებულია. 2017 წლის 2 მაისს ''არკამ'' ფინალში ლუკა ზარანდიას გადამწყვეტი გოლით პოზნანის ''ლეხი'' დაამარცხა. ფინალი მიმდინარე წელსაც 2 მაისს გაიმართება. ''არკას'' მეტოქე ვარშავის ''ლეგიასა'' და ''გურნიკს'' შორის გამარჯვებული იქნება.

ზეიმი გდინიაში - მოქმედი გამარჯვებული ფინალშია

 

22 წლის ზარანდიამ მიმდინარე სეზონში პოლონეთის თასზე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ''კორონას'' გარდა ''პოდბესკიძეს'' გაუტანა. ბელგიური ''გენკის'' ყოფილი წევრი 2017 წლის იანვარში შეუერთდა პოლონურ გუნდს, რომლის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ქართველი ლეგიონერების შესახებ ასევე იხილეთ

არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები