გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ტაშკენტის ''ლოკომოტივისა'' და ირანული ''ზობ აჰანის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. B ჯგუფში ''ალ დუჰაილი'' 18 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია კი ''ზობ აჰანმა'' დაიკავა. ''ზობ აჰანის'' მსგავსად 7 ქულა დააგროვა ''ლოკომოტივმა,'' თუმცა ურთიერთშეხვედრებში ირანულმა გუნდმა აჯობა უზბეკურ კლუბს და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, მახარაძის გუნდი კი ტურნირს დაემშვიდობა. ''ზობ აჰანმა'' საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ''ლოკომოტივი.'' ოთხგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზე ''ალ ვაჰდა'' გავიდა 3 ქულით.

ტაშკენტში გამართულ მატჩში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ''ლოკომოტივის'' მაისურით კახა მახარაძემ 90 წუთი ითამაშა. ანალოგიურად ირანული გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი გველესიანმა მთელი სათამაშო დრო გაატარა მინდორზე. ქართველი მოთამაშეები 5-ნომრიან მაისურში ასპარეზობენ.

არბიტრმა ორივე ქართველი მოთამაშე გააფრთხილა. ყვითელი ბარათი 51-ე წუთზე გიორგი გველესიანმა მიიღო, 67-ე წუთზე კი - კახა მახარაძემ.

მერვედფინალში ირანული გუნდების დაპირისპირება შედგება. ''ზობ აჰანის'' მეტოქე ''ესტეღლალი'' იქნება. პირველი შეხვედრა 7 მაისს ''ზობ აჰანის'' არენაზე გაიმართება. საპასუხო მატჩი 14 მაისს შედგება.

26 წლის გიორგი გველესიანი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონს ატარებს. მან ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება ირანის ჩემპიონატს, ქართველმა საყრდენმა 18 მატჩი ჩაატარა, 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მცველმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი ყვითელი ბარათი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მიიღო.

გიორგი გველესიანის მსგავსად ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში სასტარტოში ითამაშა 30 წლის კახა მახარაძემ. 2011 წლიდან მოყოლებული მახარაძემ ტაშკენტის ''ლოკომოტივისა'' და ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მაისურით საერთო ჯამში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 42 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

ქართველი ლეგიონერების შესახებ ასევე იხილეთ

არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები