რას ამბობდა ფილიპ ლამი LGBT ფეხბურთელებზე 2011 წელს?
Aa
Aa

რას ამბობდა ფილიპ ლამი LGBT ფეხბურთელებზე 2011 წელს?

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული კაპიტანი ფილიპ ლამი, იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც LGBT პირებზე საჯაროდ ისაუბრა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

ლამმა 2011 წელს Reuters-თან საუბრისას LGBT ფეხბურთელების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა: "მე, ჰომოსექსუალ ფეხბურთელებს არ ვურჩევ, რომ თავიანთი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრონ. ისინი შეურაცხმყოფელი კომენტარების მსხვერპლი გახდებიან. მეშინია, რომ ეს ისევე არ დასრულდეს, როგორც ჯასტინ ფაშანუს შემთხვევაში იყო. როდესაც მან სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა, იგი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ საბოლოოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მე ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არ ვთვლი, რომ ეს განსჯას იმსახურებს".

ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ბევრი სპორტსმენი თავს არიდებს. ფილიპ ლამის ზემოხსენებული კომენტარი კი უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები