არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი „სიტისთან“ მატჩის წინ: ლივერპულს ნებისმიერ გუნდთან მეტოქეობა შეუძლია

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი მიიჩნევს, რომ მერსისაიდელებს ნებისმიერ გუნდთან მეტოქეობა შეუძლიათ.

კვირას, „წითლები“ პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ.

„მახსოვს თამაში, რომელიც გასვლაზე ჩავატარეთ. პირველ ტაიმში მეტოქე, ძირითადად, სრულად გვჯობნიდა. ეს არის კიდევ ერთი მომენტი იმის დასანახად, თუ განვითარების რა ეტაპზე ვართ ამ გუნდთან ერთად. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის კვირას დაფიქსირებული შედეგის მნიშვნელობა, თუმცა ეს პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს ეხება. ეს სეზონის დასკვნითი ფაზაა, ამიტომ შედეგებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან კონკურენცია შეგვიძლია, ვის წინააღმდეგაც ვთამაშობთ. სამწუხაროდ, სტაბილური შედეგების ჩვენება ვერ შევძელით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ კონკურენცია შეგვიძლია. ამჯერად გვსურს, თავი სხვა კუთხით წარმოვაჩინოთ“, - განაცხადა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და 39 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უბრალოდ მეტს დავისვენებთ“ - იამალისთვის მერვედფინალი პრივილეგია არ არის
„უბრალოდ მეტს დავისვენებთ“ - იამალისთვის მერვედფინალი პრივილეგია არ არის