რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ბარსელონას ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ოღონდ ხელფასის შემცირების ხარჯზე | ESPN

ცნობილი გახდა პირობა, რომლის შემთხვევაშიც „ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

37 წლის თავდამსხმელის მოქმედი ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ESPN-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანამ“ შესაძლოა პოლონელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა მხოლოდ ხელფასის შემცირების პირობით. აღნიშნულია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი ფორვარდის თამაშითა და ქცევით ძალიან კმაყოფილია, ამიტომ კლუბი განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, რაც თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას მისცემთ.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ფლიკი და სპორტული დირექტორი დეკუ რობერტთან მისი მომავლის საკითხს მალე განიხილავენ.

„ბარსაში“ მიაჩნიათ, რომ ლევანდოვსკის კვლავ შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება გასახდელში.

როგორც იწერება, ფორვარდის ხელფასზე დაზოგილი თანხების გამოყენებას კატალონიელები ახალი ტრანსფერებისთვის გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მან 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: კუთხურისას 2 შეცდომა დავუშვით, საგანგაშო არაფერია
ფლიკი: კუთხურისას 2 შეცდომა დავუშვით, საგანგაშო არაფერია