''ჩემი გუნდით ამაყი ვარ'' - ''მომავალზე საუბრის დრო არაა''
მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის შემდეგ პორტუგალიამაც დატოვა. მესის სახლში რონალდუც გაყვა... სოჭში გამართული შეხვედრა ურუგვაისა და პორტუგალიას შორის სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
????????????????
— FIFA World Cup ???? (@FIFAWorldCup) June 30, 2018
????????????⛔️
Two of football's biggest ever stars depart the #WorldCup on the same day as #ARG & #POR are eliminated.
But how will Leo #Messi & @Cristiano's time at Russia 2018 be remembered?
Having shown sparks of brilliance, we take a look ????https://t.co/Rx804Qik21 pic.twitter.com/PncxoCHhTl
ედინსონ კავანისა და ლუის სუარესის ჩინებული თამაშის წყალობით ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის შეგირდებმა მუნდიალის მეოთხედფინალში ზედიზედ მესამედ გააღწიეს.
მატჩის შემდეგ რონალდუმ ჟურნალისტების წინაშე ისაუბრა.
''როგორც კაპიტანი ჩემი გუნდით ამაყი ვარ, მაგრამ ახლა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მომავალზე საუბრის დრო არაა. ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პორტუგალია სიძლიერეს არ დაკარგავს. ჩვენ საოცარი გუნდი ვართ, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს'' - აღნიშნა რონალდუმ.
კრიშტიანუ რონალდუმ 2018 წლის მუნდიალზე 4 გოლი შეაგდო. 33 წლის ფორვარდმა 3 გოლი ესპანეთთან მატჩში გაიტანა, 1 გოლი კი აქტივში მაროკოსთან მატჩში ჩაიწერა.
რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპის ფლეი ოფში კარიერის განმავლობაში 454 წუთი ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია.
