მაკარიძე პირველ მეკარედ - ქართველმა ''რიუ ავესთან'' შეთანხმებას მიაღწია
ოფიციალურად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ''რიუ ავეში'' დარჩა. ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
როგორც მაკარიძემ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, ბრაზილიელმა მეკარე კასიომ კლუბი დატოვა და მთავარი მწვრთნელი ქართველს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.
გასულ იანვარში პორტუგალიური მედიის ცნობით ''რიუ ავეს'' 37 წლის გამოცდილი მეკარე კასიო ტრავმირებული იყო და კლუბი მაკარიძეს ბრაზილიელის შემცვლელად განიხილავდა, თუმცა კასიო მცირე პერიოდში დაუბრუნდა მინდორს და ქართველ მეკარეს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცემია. ''რიუ ავეში'' გადასვლის შემდეგ მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მოხვდა განაცხადში, თუმცა არ უთამაშია.

28 წლის გიორგი მაკარიძე თბილისის ''დინამოს,'' ფრანგული ''ლე მანის,'' კვიპროსული ''დოქსას,'' პორტუგალიური ''ფეირენსესა'' და ''მორეირენსეს'' ყოფილი ფეხბურთელია.
გასულ სეზონში პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში ''რიუ ავე'' 51 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა. მხოლოდ ''პორტუს,'' ''ბენფიკას,'' ''სპორტინგსა'' და ''ბრაგას'' ჩამორჩა. მე-6 ადგილზე ''შავეში'' გავიდა, რომლის შემადგენლობაში ავთო ებრალიძე ჩაირიცხა.

''ბედნიერი ვარ, ამბიციურ გუნდში მოვხვდი'' - ებრალიძე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში