არჩევანი დედასა და ეროვნულ გუნდს შორის - 23 წლის ასაკში დასრულებული სანაკრებო კარიერა
Aa
Aa

არჩევანი დედასა და ეროვნულ გუნდს შორის - 23 წლის ასაკში დასრულებული სანაკრებო კარიერა

2018 წლის მუნდიალზე ირანიის ნაკრების ფორვარდმა სარდარ აზმუნმა სანაკრებო კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა. ყაზანის ''რუბინის'' შემტევმა, რომელიც ''ირანელი მესის'' მეტსახელითაა ცნობილი, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 33 მატჩში 23 გოლი შეაგდო. ფეხბურთელის თქმით მუნდიალის მიმდინარეობისას მან და მისმა თანაგუნდელებმა უამრავი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღეს.

''დედამ მძიმე ავადმყოფობა დაძლია და ძალიან ბედნიერი ვიყავი. საუბედუროდ ბოროტმა ადამიანებმა მე და ჩემს თანაგუნდელებს შეურაცხყოფა არაერთხელ მოგვაყანეს, რამაც დედას მდგომარეობა გაართულა.

რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი. დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. არჩევანი ირანის ნაკრებში თამაშსა და დედას შორის უნდა გამეკეთებინა. სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე'' - bbc ირანელი ფეხბურთელის სიტყვებს ავრცელებს.

კარლოს კეირუშის ხელმძღვანელობით აზმუნმა მუნდიალი გოლის გატანის გარეშე დაასრულა. ირანი პორტუგალიასა და ესპანეთს ჩამორჩა, მაროკოს აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა.

აზმუნმა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ირანის ნაკრების მაისურით 14 მატჩში 11 გოლი შეაგდო. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე მატჩში 90 წუთი ითამაშა.

ირანის ნაკრების ისტორიაში გოლების რაოდენობით აზმუნი მეხუთე ადგილზეა. მას ხშირად ადარებენ ალი დაეის, რომელიც ირანის ნაკრების რეკორდსმენია. მიუნხენის ''ბაიერნის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ირანის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 149 მატჩში 109 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები