ნგოლო კანტე: „საფრანგეთის ნაკრებს უკეთ თამაში შეუძლია“
Aa
Aa

ნგოლო კანტე: „საფრანგეთის ნაკრებს უკეთ თამაში შეუძლია“

ნგოლო კანტე დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში გაცილებით უკეთ იასპარეზებს. „მამლებმა“ ჯგუფური ეტაპი 7 ქულით დაასრულეს და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს, თუმცა გუნდის ვარსკლავები არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდნენ. დეშამის გუნდი პრაგმატულ ფეხბურთს მისდევს და დანიასთან მოპოვებული ფრე ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო. წარმატების მისაღწევად საფრანგეთის ნაკრებს უკეთ თამაში მართებს, თორემ დიდი ალბათობით ფრანგები არგენტინის წინააღმდეგობას ვერ დაძლევენ.

ნგოლო კანტეს საკუთარი გუნდის სჯერა და დარწმუნებულია, რომ „მამლები“ მომავალში გაცილებით ლამაზ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.

„ვფიქრობ უკეთ თამაში შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ შემდეგ შეხვედრაში გულშემატკივარს გაცილებით სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. დანიასთან მატჩი განსაკუთრებული იყო, ზუსტად ვიცოდით რა შედეგი გვჭირდებოდა და ამან მატჩის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა იქონია“.

„დანია კარგად ორგანიზებული, დაცვითი სტილის გუნდია, დაბალი ტემპი სწორედ ამან განაპირობა, მაგრამ ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს და დარწმუნებული ვარ შემდეგ შეხვედრებში უკეთ ვიასპარეზებთ“.

"ვფიქრობ გულშემატკივრები ჩვენ არ გვისტვენდნენ, ქომაგები უკმაყოფილებას დაბალი ტემპის გამო გამოხატავდნენ, მათი იდეალურად გვესმის, ყველას სანახაობა და სწრაფი ტემპის ხილვა სურს, თუმცა ხანდახან არის მომენტები, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი შედეგია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ქომაგები ჩვენი პირველ ადგილზე გასვლით ბედნიერები უნდა იყვნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები