კაკა:
Aa
Aa

კაკა: "მესი თავის ირგვლივ მყოფებს აძლიერებს"

ლეო მესის შესახებ საკუთარი აზრი პრაქტიკულად ყველამ დააფიქსირა. ნებისმიერი ადამიანი და ვეტერანი ფეხბურთელები, ყველანი მესის შესახებ საუბრობენ.

წლევანდელ მუნდიალზე არგენტინელთა ათიანზე უდიდესი ზეწოლაა და ლეომ ამ ყველაფერს პირველ ორ შეხვედრაში ვერ გაუძლო.

მესიმ ისლანდიასთან პენალტი გააფუჭა, ხოლო ხორვატიასთან ბურთს სულ 49-ჯერ შეეხო, რაც პირადი ანტირეკორდი იყო.

თავისი პოზიცია ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რიკარდო კაკამაც დააფიქსირა.

კაკამ იმის ნაცვლად, რომ მესი დაედანაშაულებინა გადაწყვიტა, რომ უფრო დიდი სურათი დაენახა.

„მესის არგენტინის ნაკრებში რთული პერიოდის გადატანა უწევს და ეს ყველაფერი ჩვენ ფეხბურთში თანაგუნდელების მნიშვნელობის როლს გვანახებს.

ის არის მოთამაშე, რომელიც თავის ირგვლივ მყოფებს აძლიერებს, მაგრამ როცა ეს არ ხდება ლეოს პრობლემები ექმნება“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ნიგერია 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები