"სან ანტონიო" ლეონარდის უშუალო კონკურენტში გაშვებას არ აპირებს
"სან ანტონიოსა" და კავაი ლეონარდის საგა გრძელდება, გასულ სამშაბათს გრეგ პოპოვიჩი და ლეონარდი ერთმანეთს სან დიეგოში შეხვდნენ და როგორც USA TODAY იტყობინება ტეხასელები მის შენარჩუნებას ან აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდში გაცვლას გეგმავენ. სემ ამიკის ინფორმაციით "სპურსი" საკუთარი ვარსკლავის უშუალო კონკურენტში გაშვებას არ აპირებს და მზადაა სასურველი მიზნის მისაღწევად სერიოზული რისკები გაიღოს.

ამერიკელმა ჟურნალისტმა სავარაუდო კანდიდატებს შორის "ბოსტონი" და "ფილადელფია" დაასახელა, ორივეს ტეხასელებისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთება შეუძლია და ლეონარდის გუნდში ხილვა ორივეს ძალიან სურს.

შეგახსენებთ, რომ კავაიმ 2017-18 წლების სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრაში ითამაშაა და საშუალოდ 16.2 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.3 გადაცემას აგროვებდა. ლეონარდი ორგზის წლის საუკეთესო დამცველია და ყველა ვარსკლავის მატჩში მონაწილეობა ამდენჯერვე მიიღო. კავაის "სან ანტონიოსთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს თუმცა 2019-20-ის სეზონის შემდეგ გუნდის დატოვება და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეეძლება.
