მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "მინდა ფეხბურთელებს შევხვდე დაველაპარაკო"

ლეგენდარულმა დიეგო არმანდო მარადონამ ხორვატიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ არგენტინის ნაკრებზე ვრცლად ისაუბრა და მესი დაიცვა.

Mirror-ის ინფორმაციით, მარადონამ ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა და ამის მიზეზად ეროვნული სულისკვეთების ამაღლება დაასახელა.

"როდესაც არგენტინის ნაკრების მაისური მეცვა მთელი თავგანწირვით ვთამაშობდი.

ისეთი ლეგენდები, როგორებიც იყვნენ სიმეონე, რედონდო, რუჯერი, კანიჯა, ფილოლი, ლუკე, გალიეგო, ისინიც იგივეს აკეთებდნენ.

მე, მინდა ფეხბურთელებს დაველაპარაკო და ავუხსნა, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება".

შეგახსენებთ, რომ არგენტინა და ნიგერია ერთმანეთს 26 ივნისს დაუპირისპირდებიან. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია მისცემენ, თუ არა მარადონას გუნდთან გასაუბრების უფლებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები