''მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს'' - მასკერანო იმედს არ კარგავს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საწყის ორ ტურში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. მეორე ტურში ხორვატიასთან განცდილი მარცხის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელებს ხორხე სამპაოლის გადადგომა სურდათ, თუმცა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მასკერანომ განაცხადა, რომ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს შორის ნორმალური ურთიერთობაა.
''ანალიზიდან გამომდინარე ვითარება საკმაოდ რთულია. ეს არ არის ხუმრობა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ფეხბურთელებს მთავარ მწვრთნელთან სრულიად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. თუ გუნდში არაკომფორტული გარემო იქნება, ეს ფაქტი ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენ კონცენტრირებული ვართ მიზნის მიღწევაზე. სხვა ამოცანა არ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.
მჯერა წარმატების, იმედი გვაქვს ერთსულოვნების ხარჯზე სასურველ მიზანს მივაღწევთ და რთული მდგომარეობიდან გამოსვლას მოვახერხებთ'' - აღნიშმა მასკერანომ დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ არგენტინა 4-3-3 სქემით ითამაშებს. ვილი კაბალიერო თადარიგში დარჩება და ძირითადში "რივერ პლეიტის" მეკარე ფრანკო არმანი იქნება.
უკანა ხაზის დაკომპლექტების ორი ვარიანტი არსებობს. ტალიაფიკო, ოტამენდი, მერკადო და სალვიო.
შესაძლოა მერკადოსა და ტალიაფიკოს ნაცვლად ფასიომ და როხომ ითამაშონ, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, ცენტრში 3 მოთამაშე იდგება - მასკერანო, ენცო პერესი და ევერ ბანეგა.
სამპაოლი პერესსა და ბილიას შორის არჩევანს გააკეთებს. როგორც ჩანს კვლავ უშანსოდ რჩება ჯოვანი ლო სელსო.
შემტევი ტრიო მესი-დი მარია-აგუეროსგან დაკომპლექტდება, თუმცა „კუნის“ ნაცვლად იგუაინის გამოჩენას არ გამორიცხავენ.
ამრიგად, "ალბისელესტეს" სავარაუდო თერთმეტეული ასე გამოიყურება: არმანი, ტალიაფიკო, ოტამენდი, მერკადო, სალვიო, მასკერანო, ენცო პერესი, ბანეგა, მესი, დი მარია იგუაინი (აგუერო).