''ბრაზილია ნომერ პირველი ფავორიტია'' - რონალდომ მუნდიალის შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

''ბრაზილია ნომერ პირველი ფავორიტია'' - რონალდომ მუნდიალის შესახებ ისაუბრა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ მუნდიალის შესახებ ისაუბრა. 41 წლის ''ფენომენი'' BBC-ის ესაუბრა. მისი თქმით მუნდიალის ნომერ პირველი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.

''ჩვენ კარგი შანსი გვაქვს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ბრაზილიაში გამართული ოლიმპიური თამაშების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ტიტე გახდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბევრი რამ შეცვალა.

 ჩვენს გუნდში ნეიმარი, კოუტინიო და გაბრიელ ჟესუსი არიან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით ბრაზილია ტურნირის ნომერ პირველი ფავორიტია.

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მუნდალისკენაა მიმართული. რუსეთის სტადიონებზე ბრწყინვალე ატმოსფეროა. იმედი მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილავთ ლამაზ ფეხბურთს, შესანიშნავ გოლებს'' - აღნიშნა რონალდომ.

შეგახსენებთ, E ჯგუფში ბრაზილია შვეიცარიასთან, ბრაზილიასთან და კოსტა რიკასთან ერთად მოხვდა. დღეს, 17 ივნისს ბრაზილია პირველ მატჩს ჩაატარებს. ტიტეს გუნდი როსტოვში ვლადიმირ პეტკოვიჩის შვეიცარიას შეხვდება.

ბრაზილიის ნაკრების შესახებ იხილეთ: მუნდიალი 2018: ბრაზილია - სრული ანალიზი - სამბა დიდი დოზით!

მსგავსი სიახლეები