მარადონა სამართალდამცავებმა ვერ იცნეს - უცნაური შემთხვევა გახსნითი შეხვედრის შემდეგ
მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში რუსეთის ნაკრებმა დიდი ანგარიშით, 5:0 გაანადგურა საუდის არაბეთი. გახსნითი მატჩის შემდეგ რუსმა სამართალდამცავებმა სტადიონის ავტოსადგმობზე დიეგო მარადონა არ შეუშვეს. მათ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ვერ იცნეს. რუსული მედიის ცნობით მარადონა იძულები გახდა ალტერნატიული შესასვლელით ესარგებლა.
Мощь. ОМОН не признал Марадону и не пускал к парковке... pic.twitter.com/w4YhX1J2Gq
— Семён Галькевич (@galkevich32) June 14, 2018
მარადონამ მუნდიალის გახსნით მატჩს თვალი ''ლუჟნიკების'' VIP ლოჟიდან ადევნა

დიეგო მარადონამ, რომელიც ამჟამად ბელარუსული ბრესტის ''დინამოს'' პრეზიდენტია, მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. მარადონას წინამძღოლობით არგენტინამ 1986 წლის მუნდიალი მოიგო. როგორც მარადონა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, გამარჯვების შემდეგ განცდები დაუვიწყარი იყო და ახსოვს მომენტი, როცა გიჟივით კოცნიდა გასახდელში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს.
მარადონამ ფეხბურთელის ამპლუაში 1982, 1986, 1990 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშა. კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მისი ხელმძღვანელობით ''ალბისელესტემ'' 2010 წლის მუნდიალზე სრული ფიასკო განიცადა.