''სარაგოსას'' ქართველი ლიდერი - პაპუნაშვილის სადებიუტო სეზონი ესპანეთში
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა ''სარაგოსას'' მაისურით სადებიუტო სეზონში არაერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა. სეზონის დასრულების შემდეგ არაგონულმა კლუბმა ქართველს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
''სარაგოსამ'' twitter-ის ოფიციალურმა გვერდზე გიორგი პაპუნაშვილის შესახებ ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღნიშნულია რომ 22 წლის შემქმნელმა კლუბის მაისურით 1 375 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში 7 გოლი შეაგდო, 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 404 პასი შეასრულა. მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.
გარდა ამისა პაპუნაშვილმა ესპანეთის სამეფო თასის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მინდორზე 208 წუთი გაატარა და 1 გოლი ''ლორკას'' გაუტანა.
გასულ სეზონში თანაგუნდელთა შორის პაპუნაშვილი გოლების რაოდენობით მხოლოდ ბორხა იგლესიას ჩამორჩა.
Estos son Los Nuestros: Giorgi Papunashvili ⚽????????????#ContigoRealZaragoza ????⚪???? pic.twitter.com/0UMJoa8WYR
— Real Zaragoza (@RealZaragoza) 14 de junio de 2018
ესპანური მედიის ცნობით, საფეხბურთო კლუბ ''სარაგოსას'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ოთხწლიანი ხელშეკრულების მიხედვით, პაპუნაშვილი ესპანური გუნდის ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს.
zaragoza.eldesmarque-ზე ვკითხულობთ რომ 22 წლის ქართველმა შემტევმა ლა ლიგა 2-ში ბრწყინვალე სადებიუტო სეზონი ჩაატარა და ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, პაპუნაშვილით დაინტერესებულ კლუბს 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ცხადია, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.