Aa Aa
13 ივნისი 2018  |  00:08

"მონაკოსთან" შეთანხმება მიღწეულია - ლემარი "ატლეტიკოში" ითამაშებს

მადრიდის "ატლეტიკომ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა.

"როხიბლანკოს" twitter-ის ოფიციალური გვერდი წერს, რომ მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციას Marca-ც ადასტურებს. 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი მადრიდელებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება და 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს "ატლეტიკოს" ლემარის სანაცვლოდ.

ტომას ლემარის შეძენით "ბარსელონა", "არსენალი", "ლივერპული" და "იუვენტუსი" ინეტრესდებოდნენ, თუმცა "ინდიელებმა" ყველას აჯობეს.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის შეძენა ანტუან გრიზმანის დასარჩენად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო.

შეგახსენებთ, რომ ლემარი "მონაკოს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 127 შეხვედრაში 22 გოლი და 32 საგოლე გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში