Aa Aa
6 ივნისი 2018  |  16:18

79 მილიონი ფუნტი! მორიგი ფრანგი "ბარსელონაში"?

„ბარსელონა“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას იწყებს და კატალონიელები ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე იბრძვიან.

ანტუან გრიზმანის შესახებ ფეხბურთის ქომაგებს კარგად მოეხსენებათ. „ბარსა“, ასევე ინტერესდება კრისტიან ერიკსენისა და მირალემ პიანიჩის გადაბირებით.

„იუვეს“ ბოსნიერლი ნახევარმცველი ბოლო დღეებში სიაში დაწინაურდა და ერიკსენზე პრიორიტეტული გახდა.

დღეს ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ „ბლაუგრანა“ „მონაკოს“ 22 წლის ნახევარმცველს ტომას ლემარს მიუბრუნდა და მზადაა მოლაპარაკებები განაახლოს.

„ბარსამ“ „მონეგასკებს“ ლემარის ფასის დასახელება მოსთხოვა და ფრანგებმაც არ დააყოვნეს - 79 მილიონი ფუნტი.

როგორც ცნობილია, ტომას ლემარის შეძენით „არსენალი“ და „ლივერპული“ ინტერესდებოდნენ, თუმცა ორივე ინგლისურ გუნდს ხელი მოეცარა.

ამჯერად, კატალონიელებს კონკურენციას მადრიდის „ატლეტიკო“ და ლონდონის „ჩელსი“ გაუწევენ.

ლემარი პოზიციით ნახევარმცველია და ის ზუსტად ანდრეს ინიესტას ადგილას თამაშობს, თუმცა მისთვის უცხო არც მარცხენა ფლანგია.

„ბარსელონას“ დაინტერესებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა. ერიკსენი, პიანიჩი, ლემარი - კლუბიდან ინიესტას წასვლა ძალიან მტკივნეული მომენტი იყო და ანდრესის შეცვლა კიდევ უფრო რთული იქნება.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ტომას ლემარი ამ ზაფხულს „მონაკოს“ დატოვებს და კარიერას გაცილებით მაღალი დონის გუნდში გააგრძელებს.

22 წლის ფრანგი ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატზე „მამლების“ 23 კაციან განაცხადშიც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ლემარის კარიერა „მონაკოში“ 2015 წელს დაიწყო. მის ანგარიშზე 127 შეხვედრაში 22 გოლი და 32 შედეგიანი გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში