Aa
Aa

მიქელთაძის ბრწყინვალე გოლი და უხვგოლიანი მატჩი უელსის ნაკრებთან

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი უელსის 21 წლამდე ნაკრებთან გამართა. ''მიხეილ მესხზე'' გამართული დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ მეტოქის ნახევარზე ბურთისთვის ბრძოლა მოიგო, რითიც ბექა მიქელთაძემ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.

31-ე წუთზე ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გათანაბრდა, თუმცა არბიტრი შეცდა, რადგან ანდრია გიორგაძეს ბურთი ხელზე საჯარიმოს გარეთ მოხვდა. ''ბრისტოლის'' ფეხბურთელმა ჯოზეფ მორელიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

35-ე წუთზე უელსის ეროვნული გუნდი დაწინაურდა. მარცხენა ფლანგზე განვითარებული შეტევა საჯარიმოში მყოფმა ჰარისმა გოლით დაასრულა.

86-ე წუთზე გია ცეცაძის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ბუღრიძის წაქცევის გამო უელსის ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და არბიტრმა უელსელ ჰარისს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და სტუმრებმა შეხვედრა 10 ფეხბურთელით დაასრულეს. პენალტი ბექა მიქელთაძემ გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გია ცეცაძის ხელმძღვანელობით

საქართველო (21 წლამდე)  -  უელსი (21 წლამდე) 2:2 (1:2)

3 ივნისი, თბილისი, "მიხეილ მესხი"

საქართველო: ჩოჩიშვილი, კობოური, გიორგაძე, მარგველაშვილი, მაჭარაშვილი, ცეცხლაძე, ლაკვეხელიანი, ჩაბრაძე, კოხრეიძე, მიქელთაძე, არველაძე

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

უელსი: ევანსი, კოქსი, ნორინგტონი, ფული, როდონი, ჰარისი, მორიელი, ჰარისი, ჯეიმსი, ბაბოსი, კრისტი დევისი

მთავარი მწვრთნელი: რობერტ ფეიჯი

გოლები: 1:0 მიქელთაძე(12), 1:1 მორელი(პენ 31), 1:2 ჰარისი(35), 2:2 მიქელთაძე (პენ 86)

გაძევება: ჰარისი(86)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები