''სარაგოსას'' 3 ქულა უშუალო კონკურენტთან - პაპუნაშვილის გუნდი ფლეი-ოფში ითამაშებს
Aa
Aa

''სარაგოსას'' 3 ქულა უშუალო კონკურენტთან - პაპუნაშვილის გუნდი ფლეი-ოფში ითამაშებს

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში ''სარაგოსამ'' საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''ვალიადოლიდი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა 68-ე წუთზე მოედანი დატოვა, როცა ანგარიში 2:1 იყო ''სარაგოსას'' სასარგებლოდ.

62-ე წუთიდან მასპინძლებმა 10 ფეხბურთელით, რიცხვობრივ უმცირესობაში ითამაშეს. მიუხედავად ამისა პაპუნაშვილის გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ამ გამარჯვებით ''სარაგოსამ'' ფლეი-ოფში თამაშის უფლება გაინაღდა და ლა ლიგაში აღზევების რეალური შესაძლებლობა აქვს.

22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 68 ქულით მე-4 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 4 ქულით უსწრებს მე-6 პოზიციაზე მყოფ კლუბს. ლა ლიგაში გადასასვლელ ფლეი ოფში მესამე, მეოთხე,მეხუთე და მეექვსე საფეხურზე გასული კლუბები იასპარეზებენ. მათ შორის აუცილებლად იქნება პაპუნაშვილის კლუბი.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში გახდა ''სარაგოსას'' მოთამაშე. ესპანურ ლიგაში სადებიუტო სეზონში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა 1 გოლი სამეფო თასზე ''ლორკას'' შეუგდო. პაპუნაშვილმა ესპანეთში პირველი ჰეთ-თრიქი ''ალბასეტეს'' მე-40 ტურში შეუსრულა, დანარჩენ 4 მატჩში კი თითო-თითო გოლი შეაგდო.

ბრწყინვალე პაპუნაშვილი - ქართველის ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები