წინადადებები ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან - ქვილითაის უარი ყაზახეთის ჩემპიონს
ავსტრიულ და ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყაზახეთის ჩემპიონ ''ასტანას'' ვენის ''რაპიდის'' ქართველი ფორვარდის გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი crystalsport-ს ესაუბრა.
''ასტანა'' ორჯერ დაუკავშირდა ''რაპიდს.'' ყაზახური გუნდი გასულ ზამთარში ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ არ წავედი. ასევე უარით ვუპასუხე ახლახანს, როცა მეორედ დამიკავშირდნენ. მე არ მსურს ყაზახეთის ჩემპიონატში თამაში მით უმეტეს, როცა ევროპული კლუბებიდან ინტერესი არსებობდა. ჰოლანდიური და ბელგიური გუნდებიდან რეალური ინტერესი იყო. ასევე დამიკავშირდა ერთი გერმანული კლუბი, თუმცა ამჟამად ტრავმის გამო ჩემი ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია'' - აღნიშნა ქვილითაიამ, რომელიც კლუბის ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს სამ თვეში დაუბრუნდება.
ქვილითაიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - მოტეხილობა და სამთვიანი პაუზა

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონის ბუნდესლიგაში 29 მატჩში 10 გოლი შეაგდო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფორვარდმა ''რაპიდის'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 2016 წლიდან ''რაპიდის'' ფეხბურთელია. ავსტრიული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 67 მატჩში 22 გოლი შეაგდო (17 - ბუნდესლიგა, 4 - ავსტრიის თასი, 1 - ევროპა ლიგა).