საშინელი ძალადობა მთავარ მსაჯზე - ფეხბურთელებმა არბიტრს მინდორზე სცემეს
ჩრდილოლონდონში თურქული გუნდების შეხვედრისას მატჩის არბიტრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ინგლისის სამოყვარულო ლიგის შეხვედრის დასრულებისას დაფიქსირდა, რომელიც ვუდ გრინში New River-ის სპორტულ ცენტრში გაიმართა.
ფინალის მიწურულს მთავარმა მსაჯმა ერთი გუნდის ორი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა დიდი აგრესია მის მიმართს.
მას შემდეგ რაც მთავარმა მსაჯმა ფერნანდო ლოპესმა მატჩი დაასრულა, მის წინააღმდეგ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ქომაგები გაემართნენ. მინდორზე წაქცეულ არბიტრს რამდენიმე ფეხბურთელი და ქომაგი ურტყამდა.

''ეს არის ნამდვილად ყველაზე ცუდი კადრები, რომელიც მინახავს ბრიტანულ მიწაზე საფეხბურთო შეხვედრისას'' - განაცხადა ბრიტანეთში მსაჯთა მხარდამჭერი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ კასადიმ.
სამოყვარული თასის გათამაშების ფინალი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.
Revealed: the shocking violence towards a referee, purportedly at a Sunday league match in London last weekend that @refsupportuk describe as “the worse assault on a match official we have seen on British soil”. They are now demanding the FA allows a pilot of ref body/cams pic.twitter.com/48AiUV3zYE
— Dan Roan (@danroan) May 24, 2018