"ლიონმა" ქალთა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ და ჯამში მეხუთედ მოიგო
კიევში, ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის ფინალური მატჩი გაიმართა.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ფრანგული „ლიონი“ გერმანულ „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, სამაგიეროდ დამატებით 30 წუთში 5 გოლი გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები 93-ე წუთზე დაწინაურდნენ, „ლიონმა“ ძალები მოიკრიბა და მეტოქეს ერთბაშად 4 გოლით უპასუხა.
These are the moments you never forget! ????????
— UEFA Women's CL (@UWCL) May 24, 2018
???? https://t.co/WqwZTrGpjH #UWCLfinal @OL pic.twitter.com/TdEI26BYNf
ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო, ჯამში კი ამ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა, ორივე ეს მაჩვენებელი სარეკორდოა.
„ლიონის“ შემტევმა, ადა ჰეგერბერგმა თავი ფინალურ შეხვედრაშიც გამოიჩინა, რითაც მიმდინარე ტურნირზე 15 გოლი მოაგროვა და ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების მხრივ, ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ვოლფსბურგმა“ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 სეზონში მე-2 ფინალი წააგო. აი „ლიონი“ კი დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. რეინალდ პედროსის გუნდი, ყველა ტურნირის ეგიდით, უკვე 41 თამაშია არ აგებს.
Lyon party hard! ????????????
— UEFA Women's CL (@UWCL) May 24, 2018
???? https://t.co/WqwZTrGpjH #UWCLfinal @OL pic.twitter.com/LwXnEFZmRm