Aa
Aa

10-კაციანი ''საბურთალოს'' გამარჯვება - კოხრეიძის გადამწყვეტი გოლი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის პირველ მატჩში ლიდერმა ''საბურთალომ'' 2:1 დაამარცხა ''რუსთავი,'' რომელსაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვარლამ კილასონია დაუბრუნდა. მიმდინარე კვირაში ვლადიმირ გაზევი კილასონიამ შეცვალა.

კვერკველიას გოლი და ავტოგოლი

''მიხეილ მესხის'' სათადარიგოზე პირველ ტაიმში ორივე გოლი 37 წლის დავით კვირკველიამ გაიტანა. მე-8 წუთზე ზაზა ციცქიშვილის შესრულებულ კუთხურს კვირკველიას თავური დარტყმა მოყვა. რუსთაველთა გამოცდილმა მცველმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

36-ე წუთზე გორგიაშვილის, გვარაძისა და დიასამიძის განვითარებული შეტევა კვირკველიას ავტოგოლით დასრულდა. დიასამიძემ მეტოქის საჯარიმოში გააკეთა გადაცემა, კვირკველიამ ვარდნაში ითამაშა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

''საბურთალოს'' მეკარის გაძევება

47-ე წუთზე ''რუსთავის'' ფორვარდი მათე კვირკვია მეკარესთან პირისპირ გავიდა. ''საბურთალოს'' მეკარე ლაზარე კუპატაძემ საჯარიმო დატოვა და კვირკვიას წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. არბიტრმა კუპატაძეს წითელი ბარათი უჩვენა. თბილისურმა გუნდმა დარჩენილი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა. 50-ე წუთზე დიასამიძე მეკარე ბექა ქურდაძემ შეცვალა.

''საბურთალოს'' კაპიტნის გაძევება

კოხრეიძის გამარჯვების გოლი

76-ე წუთზე დავით ვოლკოვმა მარჯვენა ფლანგზე ბრწყინვალედ ითამაშა. მას შემდეგ რაც ''საბურთალოს'' ფორვარდმა ორ მეტოქეს გვერდი აუარა, დავით კვირკველიამ საკუთარ საჯარიმოში წააქცია, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი გიორგი კოხრეიძემ შეასრულა და მიმდინარე სეზონში მე-12 მატჩში მე-5 გოლი შეაგდო.

საბურთალო  – რუსთავი 2:1(1:1)

24 მაისი, თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი

საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, გორგიაშვილი(ვოლკოვი70), ტერა, ვაგნერი, დიასამიძე(ქურდაძე 50), გვარაძე, გოშთელიანი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, პაპავა, კვირკველია(ბარაბაძე 82), ფონიავა, ცინცაძე, კვირკვია (ჩოგაძე 49), ციცქიშვილი, ენდელაძე, მიქელთაძე (კირკიტაძე 61), მაქაცარია

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გოლი: 0:1 კვირკველია(8), 1:1 კვირკველია (ავტოგოლი 36), 2:1 კოხრეიძე(პენ 78)

გაფრთხილება: კვირკველია (76)

გაძევება: კუპატაძე(47)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები