გიორგი ხარაიშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს
Aa
Aa

გიორგი ხარაიშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ, ორი ამხანაგური მატჩისთვის დასახელებულ შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. შვედური "გიოტებორგის" წევრი გიორგი ხარაიშვილი, ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ გუნდში მიიწვია. 21 წლის ფეხბურთელი ნაკრებში მეორედ გამოიძახეს. ახალგაზრდა მოთამაშე გასულს წელს დუბაიში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. 

ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საწვრთნელ შეკრებას ავსტრიის დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ნაკრების შემადგენლობაში ოთხი დებიუტანტია: ზაურ მახარაძე („ოლიმპიკი“, დონეცკი, უკრაინა), ბექა ვაჩიბერაძე („რიგასი“, რიგა, ლატვია), გიორგი ბერიძე („ტრენჩინი“, სლოვაკეთი) და ლევან ხარაბაძე („დინამო“, თბილისი).

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ,  ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეურთდება. ამხანაგურ მატჩებს , ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო მალტას შეხვედრა, ავსტრიის ქალაქ შვაცში 1 ივნისს შედგება, 3 ივნისს, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების 27-კაციანი შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი).

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი).

gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები