Aa
Aa

"ატლეტიკო პარაენსეს" მეკარემ მოედანზე ტელეფონზე საუბარი დაიწყო

ბრაზილიის სერია A-ს მატჩში ერთმანეთს „ატლეტიკო მინეირო“ და „ატლეტიკო პარანაენსე“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრამ ერთი ფაქტის გამო განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია.

მატჩის დაწყებამდე „პარანაენსეს“ მეკარე სანტოსმა ტელეფონი აიღო და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანით იყო დაკავებული.

 

ადგილობრივი ქომაგები მეკარეს გაოცებულები შესცქეროდნენ. მან, ტელეფონი მხოლოდ მსაჯის სასტევენის შემდეგ დადო.

მატჩის დასრულების შემდეგ თავისი გაოცება „პარანაენსეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო დინიზმაც ვერ დამალა: „ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უცნაურია. სანტოსს პასუხისმგებლობის გრძნობა ნამდვილად აქვს. უცნაური იყო, აი ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები