„პირველი 20 წუთი მატჩს ვაკონტროლებდით“ - პოჩეტინო ბრენტფორდთან მარცხზე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა „ოლდ ტრაფორდზე“ „ბრენტფორდთან“ 0:4 წაგებული მატჩი შეაფასა.
„როდესაც 0:4-ს აგებ, ამაში კარგი არაფერია. ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და შევეცადოთ, ეს სიტუაცია გამოვასწოროთ. ასეთია რეალობა: ამაზე საუბარი არ მსიამოვნებს, მაგრამ აქ როცა მოვდიოდი, კარგად ვიცოდი, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა „მანჩესტერი“.
ფეხბურთელებს სრულად ვუჭერ მხარს. მესმის გულშემატკივრების უკმაყოფილების, მაგრამ ახლა მათი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ფეხბურთელებმა საუკეთესო თამაში აჩვენონ და ყველამ ერთად შედეგს მივაღწიოთ. ყველას შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ რატომ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია, რომ მთელი ენერგია სიტუაციის გამოსწორებას დავახარჯოთ.
მატჩი კარგად დავიწყეთ და „ბრენტფორდზე“ ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით. პირველი 20 წუთი, გაშვებულ გოლამდე ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, პრობლემები კი გაშვებული გოლის შემდეგ დაიწყო... ვიღებდით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. როდესაც გოლს ვუშვებთ, ისევე უნდა გავაგრძელოთ თამაში, როგორც გოლამდე ვთამაშობდით.
ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და რეალობას შევეგუოთ. სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდმა პროგრესირება გააგრძელოს“.
ცნობისთვის, „მანჩესტერი“ 8 ქულით პრემიერლიგის ბოლოსწინა ადგილზეა და თუ ხვალ „კრისტალ პალასი“ „ჰალ სიტის“ მოუგებს, პოჩეტინოს გუნდი ბოლო ადგილზე დაქვეითდება. „წითელი ეშმაკების“ მოუგებელი სერია პრემიერლიგაში უკვე 10 მატჩს შეადგენს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს