„ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ“ - სვანაძის და კაკაბაძის პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
რამაზ სვანაძე:
რაც შეეხება ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ის ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ეს სავსებით ლოგიკურია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რომელიც გამოვიარეთ. თუმცა, ამავე დროს, ნებისმიერი მატჩი - და პირველ რიგში, ხვალინდელი თამაში - არის ახალი შანსი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ ამის სხვა შანსი აღარ გვექნება. ყველანაირად ვეცდებით, რომ როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო და ნებისმიერი სხვა საკითხი გამოვასწოროთ და ხვალ უკვე მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა.
რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, გასაგებია, რომ ისინიც რთულ პერიოდს განიცდიან. თუმცა, რეალურად, ძალიან კარგად ვიცით უკრაინის ძალა, უდიდეს პატივს ვცემთ უკრაინის ნაკრებს და მე თვითონაც ძალიან ვაფასებ იმ ფეხბურთს, რომელსაც ისინი თამაშობენ. სირთულეები არსებობს როგორც ჩვენთან, ისე მათთან, ამიტომ ვთვლი, რომ ორივე გუნდისთვის ძალიან რთული შეხვედრა იქნება. გარდა სუფთა სტრატეგიული მომენტებისა და ტაქტიკური მონახაზებისა, ძალიან ბევრს გადაწყვეტს ის ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა ხვალ მოედანზე უნდა გამოავლინოს. იმედი მაქვს, რომ ეს ხასიათის სიმტკიცე და თამაშისთვის მზაობა ჩვენი მხრიდან უფრო მეტი იქნება და მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, გასაგებია, რომ ისინიც რთულ პერიოდს განიცდიან. თუმცა, რეალურად, ძალიან კარგად ვიცით უკრაინის ძალა, უდიდეს პატივს ვცემთ უკრაინის ნაკრებს და მე თვითონაც ძალიან ვაფასებ მწვრთნელსა და იმ ფეხბურთს, რომელსაც ის ქადაგებს. სირთულეები არსებობს როგორც ჩვენთან, ისე მათთან, ამიტომ ვთვლი, რომ ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება. გარდა სუფთა სტრატეგიული მომენტებისა და ტაქტიკური მონახაზებისა, ძალიან ბევრს გადაწყვეტს ის ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა ხვალ მოედანზე უნდა გამოავლინოს. იმედი მაქვს, რომ ეს ხასიათი, სიმტკიცე და თამაშისთვის მზაობა ჩვენი მხრიდან უფრო მეტი იქნება და მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
მოსამზადებელი ეტაპის დრო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე? ეს დრო სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გუნდმა მიიღოს ის სახე, რომელზე მუშაობაც რეალურად პირველივე დღიდან დაწყებულია. ვიცით, რომ რთული საკითხია და მარტივი არ არის, განსაკუთრებით, თუ სანაკრებო ფეხბურთის სპეციფიკას გავითვალისწინებთ. თუმცა, ყოველ მომდევნო შეკრებაზე მინდა, რომ გუნდი ვნახო ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია - პროგრესირებადი შეკრებიდან შეკრებამდე. ეს სამომავლო ამბავია და ამაზე შეგვიძლია ხვალაც ვილაპარაკოთ. ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარი ხვალინდელი თამაშია. როგორც თქვენ ახსენეთ, ოფიციალური თამაშების დაწყებამდე ორი სანაკრებო ფანჯარა გვაქვს და იდეალური იქნებოდა, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ამისთვის საჭირო, ამიტომ ყველანი სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებული.
ოთარ კაკაბაძე:
უნგრეთთან თამაშს რაც შეეხება - ასეთი რამ ფეხბურთში ხდება. ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს ვჯობნიდით, თუმცა, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში კი ისე მოხდა, როგორც ფეხბურთში ხდება ხოლმე: რაღაც მომენტში კონტრშეტევისას ბურთი დავკარგეთ და კუთხურიდან გოლი გაგვიტანეს. ვცდილობთ, რომ ეს გამოვასწოროთ. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რომელიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გვინდა, რომ გავახაროთ როგორც საკუთარი თავი, ისე ყველა გულშემატკივარი. გამარჯვება თქვენც მონატრებული გაქვთ და ჩვენც, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა მოვიგოთ.
კაპიტნობას რაც შეეხება - ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველამ ვიცით კვარას ტრავმის შესახებ; ის დიდი ხნით გამოგვაკლდება, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ძალიან დაგვაკლდება ამ პერიოდში როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, გვაკლია კიტეიშვილი, ჩვენი მეორე კაპიტანი, რომელიც შედარებით უფრო მალე დაგვიბრუნდება. მათი შეცვლა ძალიან რთულია, პირველ რიგში კი ჯანმრთელობასა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს