ნეიმარი, ჟორჟინიო, ლუკას პაკეტა
Aa
Aa

ნეიმარის დუბლი | ფლამენგოსთან ცვლილებაზე გამოვიდა და თამაში გადაარჩინა

ბრაზილიის სერია A-ს 29-ე ტურში სანტოსისა და ფლამენგოს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს მადრიდის რეალის, მან. სიტისა და იუვენტუსის ყოფილმა მცველმა დანილომ ანგარიში გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ლუკას პაკეტამ შეაგდო და ტაიმი 0:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში ცვლილებაზე ნეიმარი გამოვიდა, რომელმაც კოუტინიო შეცვალა. 79-ე წუთზე მსაჯმა ფლამენგოს ფეხბურთელი გააძევა, ჟორჟინიომ წითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა, რომელიც ნეიმარმა ანგარიშში ასახა. მალევე, ნეიმარმა მეორე პენალტი შეაგდო და თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.

34 წლის ნეიმარმა, რომელიც სანტოსის კაპიტანია, 2026 წლის სეზონში სანტოსის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები