მამარდაშვილის აღიარება - ერთა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ერთა ლიგის მეოთხე ტურის დასრულების შემდეგ გავლენიანმა სპორტულმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: ელსეიდ ჰიუსაი, რუაირი მაკკონვილი, სტეფან სავიჩი, დავიდ ჰანცკო
ნახევარმცველები: კრისტიან ასლანი, მაიკლ ოლისე, იოჰან მანზამბი, დენ ნდოიე, დეზირე დუე
თავდამსხმელი: ჰარი კეინი

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებულ მატჩში პენალტი მოიგერია და საერთო ჯამში 5 მოგერიება ჰქონდა. Sofascore-მა ქართველი მეკარის თამაში 9.2 ქულით შეაფასა. მასზე მაღალი შეფასება ტურის სიმბოლურ გუნდში მყოფ ფეხბურთელებს მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს: ოლისეს (10) და ასლანის (10).