„პენალტის გამო გამწვავება არ იქნება“ - ინიგო პერესი მიქაუტაძე-გეიეს ინციდენტზე
ლა ლიგის მე-6 ტურში „ვილიარეალმა“ „მალაგას“ სტუმრად 3:1 სძლია და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, რომლის შესახებაც გუნდის მთავარ მწვრთნელ ინიგო პერესს კითხვები დაუსვეს. საქმე ეხება პენალტის მომენტს.
თერთმეტმეტრიანი გიორგი მიქაუტაძეს უნდა შეესრულებინა, რადგან მოედანზე არც ხერარდ მორენო და არც ნიკოლა პეპე არ იმყოფებოდა, თუმცა სენეგალელმა გეიემ ბურთი არავის დაუთმო და დუბლი გაიფორმა.
გეიესა და მიქაუტაძეს შორის საუბარი პენალტის დამრტყმელთან დაკავშირებით:
„რაც შეეხება პენალტის დამრტყმელთა რიგითობას, როცა ფეხბურთელი ვიყავი, მივხვდი, რომ თუ მოედანზე სპეციალისტი არ არის - ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს, მაგალითად, ჟერარი (რომერო), კაპიტანი და ვფიქრობ, ყველა დარწმუნებულია, რომ პენალტის დამრტყმელი ის არის. ვფიქრობ, ის ემოცია და კონტექსტი, რაც მოედანზეა, არ არის იგივე, რაც მის გარეთ. ამიტომ, მსგავსი სიტუაციების მართვისას, ხშირად ინფორმაცია გაკლია. მე დავინახე ტიპური საუბარი ორ ფეხბურთელს შორის, რომელთაც ორივეს სურდა პენალტის დარტყმა გოლის გასატანად. ვფიქრობ, პაპეს და ჟორჟს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ და არანაირი გამწვავება არ იქნება“.
„მალაგასთან“ მატჩი გამორჩეული არა მხოლოდ პირველი სამი ქულით, არამედ ტაქტიკური ცვლილებითაც იყო. „ვილიარეალმა“ პირველად ითამაშა 4-2-3-1 სქემით. „ყვითელი წყალქვეშა“ ნავი როგორც წესი ყოველთვის 4-4-2 სქემას იყენებს.
4-2-3-1 ტაქტიკა და მოლეიროს პოზიცია:
„სისტემა, რომელსაც ჩვეულებრივ ვიყენებ, არის 4-2-3-1, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფეხბურთელია მე-10 ნომრის პოზიციაზე. მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს უფრო 4-4-2-ს დაემსგავსება. ვფიქრობ, მოლეიროსთან დაკავშირებით ჩემი მიდგომა და ფიქრი ის არის, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია მე-10 ნომერი უნდა იყოს. ის ფლანგებზეც კარგად თამაშობს. ვფიქრობ, დღეს იყო მომენტი, რომ ძირითადში დაგვეყენებინა და გამოგვეცადა. მან კარგად ითამაშა. მას მოუწევს ამ ახალი სივრცეების ათვისების გაგრძელება, მაგრამ დიახ, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ვარიანტია იმ მრავალიდან, რაც გვაქვს“.