Aa
Aa

წლის გოლი! 19 წლის ფეხბურთელმა ავსტრალიის ჩემპიონატში შედევრი შექმნა!

ავსტრალიური Hyundai A-League-ს პლეი-ოფში "ნიუკასლ ჯეტსის" ნახევარმცველმა რაილი მაკგრიმ "მელბურნის" კარში წლის საუკეთესო გოლი გაიტანა.

19 წლის ავსტრალიელმა ნახევარმცველმა არაამქვეყნიური სილამაზის გოლი გაიტანა. თანაგუნდელთან ბურთის გათამაშების შემდეგ მაკგრიმ საჯარიმოს ხაზიდან მოულოდნელად ქუსლით დაარტყა და მეკარეს თავზე გადაუგდო.

ამ გოლის ზუსტად ასაღწერად წარმოუდგენელია ადამიანს სიტყვები ეყოს.

მაკგრის გოლი FIFA-ს "ფერენს პუშკაშის" (წლის საუკეთესო გოლი) ნომინაციაზე აუცილებლად წარსდგება და შესაძლოა საუკეთესოს წოდებაც კი მიენიჭოს.

შეიძლება ითქვას, რომ რაილი მაკგრის გოლზე ხელს თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩიც კი მოაწერდა.

მაკგრი "ბრიუგეს" საკუთრებაა და ავსტრალიაში ის იჯარის წესით იმყოფება. ამ გოლის შემდეგ შესაძლოა ის უკან ევროპაში დააბრუნონ.

"ჯეტსის" რიგებში 19 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 15 შეხვედრაში უკვე 5 გოლია. მაკგრი ავსტრალიის 23 წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები