გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

გიორგი აბუაშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი

გიორგი აბუაშვილი „მეცის“ თვის საუკეთსო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი. ფრანგული კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს და ახალგაზრდა შემტევი ოთხ ნომინანტს შორისაა.

აბუაშვილის კონკურენტები ჯესი დემინგუე, პაპე მუსა ფოლი და ჯონათან ფიშერი არიან. გიორგისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.

აგვისტოში „მეცმა“ ოთხი შეხვედრა გამართა და არც ერთში დამარცხებულა — 1 მოგება, 3 ფრე. საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ მატჩში, „მეცი“ „გენგამს“ დაუპირისპირდა და იმ თამაშში აბუაშვილმა გოლი გაიტანა.

მეორე ტურში, „გრენობლის“ წინააღმდეგ, გიორგის თავის გამოჩენის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა. მესამე ტურში, „ლავალთან“ აბუაშვილი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო „ანესის“ წინააღმდეგ ქართველი შემტევი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში აბუაშვილს ორი სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი დარტყმა მეტოქის მცველებმა დაბლოკეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს