სიმეონე: “გუნდის აშენება ალვარესის გარშემო გვსურს“
მოახლოებული სეზონის წინ, დიეგო სიმეონემ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ხულიან ალვარესის წასვლაზე.
სიმეონე:
„კვლავ იმავე მოსაზრებაზე ვარ, რაც რამდენიმე დღის წინ კორეაში მქონდა. მე სპორტულ საკითხებზე ვარ პასუხისმგებელი. როგორც ყოველთვის, ვისაუბრეთ და მესმის, რომ კვირისთვის საუკეთესო ფორმაში შესასვლელად მას ჯერ კიდევ ცოტა მეტი დრო სჭირდება. კიდევ რამდენიმე ვარჯიში სჭირდება. ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია და ვეცდებით, გუნდი მის გარშემო ავაშენოთ, თუმცა მისი ასაკობრივი ჯგუფიც უნდა გავითვალისწინოთ.
მესმის, რომ მუდმივად გვიწევს გუნდის კორექტირება... ბევრი ფეხბურთელი ჯერ კიდევ წინასასეზონო მომზადების დასასრულს უახლოვდება. ზოგიერთი მხოლოდ ცხრა დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო... სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. არაფერი გამაკვირვებს იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოხდეს — ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ზუსტად გვეცოდინება, რა შემადგენლობა გვყავს.
მიგელ ანხელი კლუბის მფლობელია და გადაწყვეტილებას მასზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. ეს დაახლოებით ისეა, როგორც მოსამართლემ განაჩენი გამოიტანოს და თქვას: „საქმე დასრულებულია“. რაც მან ალვარესზე თქვა, სრულიად ნათელია. სპორტული თვალსაზრისით, გვინდა, ვიზრუნოთ ადამიანზე და ფეხბურთელზე, რათა მან კვლავ გააგრძელოს იმ რეპუტაციის შენარჩუნება, რომელიც აქვს. არ ვფიქრობთ, რომ ის ლა ლიგის პირველ ტურში ითამაშებს. იმედი მაქვს, ამ ოთხი დღის განმავლობაში ის ჩვენთვის სასურველ მდგომარეობას კიდევ უფრო დაუახლოვდება.“
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული დღემდე, ბარსელონა აქტიურად ცდილობს ხულიან ალვარესის შეძენას, მაგრამ ატლეტიკოს ხელმძღვანელობა მკაცრ უარზეა.
თავად არგენტინელ თავდამსხმელს ბლაუგრანაში სურს გადაბარგება და თავისი პოზიციაზე მკაფიოდ დააფიქსირა, თუმცა უშედეგოდ.
ცნობისთვის, როხიბლანკო ლა ლიგის პირველ ტურში მალაგას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 19 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.