შოტლანდია ინფანტინოს მხარს არ დაუჭერს - მოწინააღმდეგეთა სია იზრდება
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას პრეზიდენტის მომავალ არჩევნებზე ჯანი ინფანტინოს მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, იან მაქსველმა განაცხადა:
„SFA-ის პოზიცია ნათელი იყო ჯერ კიდევ უეფას 55 ასოციაციის შეხვედრის დროიდან. ჩვენ ვიზიარებთ უეფას პოზიციას და 55 ქვეყნის ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი ხმა.
მათ განაცხადეს ფიფას ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობის შესახებ და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ამ გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება.
SFA ხმას არ მისცემს ჯანი ინფანტინოს 2027 წლის დასაწყისში დაგეგმილ ხელახალ არჩევნებზე“.
შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა ფიფას გეგმების შესახებ, შეექმნა FIFA Forward Enterprise (FFE) – მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების გასაყიდი ახალი კომერციული სტრუქტურა. მოგვიანებით ინფანტინომ ამ იდეაზე უარის თქმა გადაწყვიტა საფეხბურთო კონფედერაციების კრიტიკისა და უეფას წევრი ქვეყნების მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების მუქარის ფონზე.