არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ბევრი მოსულა და დამარცხებულა“ - ცარუკიანმა უსმან ნურმაგომედოვს უპასუხა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერმა, არმან ცარუკიანმა ჩარლზ ოლივეირასთან ჩაშლილ რემატჩზე და მაურისიო რუფისთან ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა.

„როდესაც შეკრებაზე ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩარლზ ოლივეირა შეიძლება მაურისიო რუფიმ ჩაანაცვლოს. მე ვუთხარი, რომ უკვე ვემზადები კონკრეტული თარიღისთვის და მზად ვარ, ნებისმიერს ვეჩხუბო. რუფი ძალიან სახიფათო სტრაიკერია, მე კი სახიფათო მოჭიდავე ვარ, ამიტომ რთული გამოსაცნობი არაა, საითკენ წავიყვანთ ბრძოლას. თუმცა ყველამ იცის, რომ ჭიდაობა საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს.

ცარუკიანმა ასევე შეაფასა PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, უსმან ნურმაგომედოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ UFC-ის მსუბუქ წონაში მას სერიოზული კონკურენტი არ ეგულება.

„არაერთხელ გვინახავს, როგორ მოდიან მებრძოლები სხვა ორგანიზაციებიდან და შემდეგ აქ მარცხდებიან. სხვა პრომოუშენები და UFC ერთი და იგივე არაა. უსმანის შემთხვევაშიც იგივე მოხდება“.

სომეხ მებრძოლს (23-3) მატეუშ გამროტთან მარცხის შემდეგ (2022 წლის ივნისი) ზედიზედ 5 მოგება აქვს, ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში დენ ჰუკერი დაამარცხა.

რაც შეეხება მაურისიო რუფის (14-2), მან გასული წლის სექტემბერში ბენუა სენ-დენისთან წააგო, რის შემდეგაც რაფაელ ფიზიევი და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ ცარუკიანისა და რუფის ბრძოლა ლოს-ანჯელეში 20 სექტემბერს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია, არმანი... ნებისმიერისთვის მზადაა“ - მახაჩევი უსმან ნურმაგომედოვზე
„ილია, არმანი... ნებისმიერისთვის მზადაა“ - მახაჩევი უსმან ნურმაგომედოვზე