ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | მახაჩევმა და მაჩადო გარიმ საჩემპიონო წონა დააფიქსირეს

UFC-ის მომდევნო ღონისძიება თბილისის დროით, 16 აგვისტოს, ფილადელფიაში გაიმართება. UFC 330-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და იან მაჩადო გარის საჩემპიონო დაპირისპირება გახლავთ, თანამთავარ მოვლენაში კი ერთმანეთს მაკკენზი დერნი და ჯილიან რობერტსონი დაუპირისპირდებიან.

დღეს, აწონვის ცერემონია გაიმართა და მებრძოლებმა წონა ჩააბარეს. ასაწონად პირველი ქვესაშუალო წონის მოქმედი ჩემპიონი გავიდა და 170 ფუნტი (77.1 კგ) დააფიქსირა.

ისლამის მეტოქე, მაჩადო გარი ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდა, თუმცა წონის ჩაბარება არც მას გასჭირვებია — 170 ფუნტი (77.1 კგ).

მაკკენზი დერნმა და ჯილიან რობერტსონმა ერთნაირი წონა დააფიქსირეს — 115 ფუნტი (52.1 კგ.)

ცნობისთვის, მახაჩევისა და მაჩადო გარის მეინ ქარდი 05:00-დან დაიწყება. მათ ჩხუბს დაახლოებით 07:00-დან უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე მომავალი აქვს, მისი მამა ამაყი და ცრემლიანი იყო | კაშია ეგოიანზე
ბრწყინვალე მომავალი აქვს, მისი მამა ამაყი და ცრემლიანი იყო | კაშია ეგოიანზე