ხაბიბ ნურმაგომედოვი, დენიელ კორმიე, ჯონ ჯონსი, ჟორჟ სენ-პიერი, ანდერსონ სილვა
Aa
Aa

„ჯონსი და სილვა ჩემს რეიტინგში ვერ მოხვდებიან“ - კორმიემ ხაბიბი დაასახელა

დენიელ კორმიე ხაბიბ ნურმაგომედოვთან და მისი გუნდის წევრებთან მეგობრობით ცნობილია, რის გამოც დაღესტნელების შეფასების დროს, UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, რომელიც ამჟამად ამ ორგანიზაციის მიმომხილველად მუშაობს, სუბიექტურობაში ადანაშაულებენ. ამჯერადაც, როდესაც MMA-ს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენზე ჩამოვარდა საუბარი, მან ასეთად ხაბიბი დაასახელა და საკუთარი შეფასება შემდეგნაირად ახსნა.

რას ამბობს კორმიე

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების ჩემეულ რეიტინგში ჯონ ჯონსისთვის და ანდერსონ სილვასთვის ადგილი არ მოიძებნება, რადგან მათ დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ამის გამო, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლობაზე პრეტენზია ჩემი აზრით მხოლოდ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჟორჟ სენ-პიერს უნდა ჰქონდეს, თუმცა ჩემთვის პირველზე ხაბიბი დგას, რადგან ის სპორტიდან მარცხის გარეშე წავიდა. წაუგებლობა საოცარი რამ არის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საწყის წლებში დარტყმის ტექნიკა მას მაღალ დონეზე არ ჰქონდა განვითარებული და მეტოქეებს ძირითადად ჭიდაობის ხარჯზე უგებდა“.

შეგახსენებთ, რომ დენიელ კორმიე UFC-ის როგორც ქვემძიმე, ასევე მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ფლობდა და კარიერის მანძილზე ჩატარებული 26 ბრძოლიდან 22 მოიგო, საიდანაც 10 შემთხვევაში ნოკაუტით, 5-ჯერ საბმიშენით და 7-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემიძლია პირველივე რაუნდში გავთიშო, რადგან საუკეთესო ვარ“ - მახაჩევი გარიზე
„შემიძლია პირველივე რაუნდში გავთიშო, რადგან საუკეთესო ვარ“ - მახაჩევი გარიზე