„მაჩადო გარი მახაჩევისთვის ყველაზე სახიფათო მეტოქეა“ - დენა უაითი
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა TMZ Sports-თან ინტერვიუში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა ისლამ მახაჩევს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად.
„მახაჩევს რომ ერთი წაგება არ ჰქონდეს, ის უკვე ახლა იქნებოდა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. ყველა დამეთანხმება, რომ მახაჩევმა ხაბიბ ნურმაგომედოვზე მეტს მიაღწია, იმიტომ რომ ისლამს უფრო გრძელი კარიერა აქვს. ვინ იცის, რას მიაღწევდა ხაბიბი, ასე ადრე რომ არ წასულიყო სპორტიდან. მას შეეძლო, ყველა დროის საუკეთესო გამხდარიყო.
მაჩადო გარი? ისლამს არაერთი რეკორდი ეკუთვნის და ახლა შეუძლია, ანდერსონ სილვას რეკორდი მოხსნას, მაგრამ თუ მაჩადო გარი გაიმარჯვებს, ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი ჩხუბი იქნება. მას სათანადოდ არ აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ მაჩადო გარიმ ბელალ მუჰამედს მოუგო. მაჩადო გარი ახლა ისლამისთვის ყველაზე სახიფათო მეტოქეა“.
ცნობისთვის, მაჩაგო გარისა და მახაჩევის დაპირისპირება 16 აგვისტოს ფილადელფიაში გაიმართება და UFC 330-ის მთავარი მოვლენა იქნება. თანამთავარ მოვლენად მაკკენზი დერნისა და ჯილიან რობერტსონის ჩხუბია ჩანიშნული - დერნი ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს.