შავი ზღვის ვარსკვლავები - საპლაჟო ფრენბურთის ტურნირი ბათუმში
Aa
Aa

შავი ზღვის ვარსკვლავები - საპლაჟო ფრენბურთის ტურნირი ბათუმში

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლა. ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანზე „შავი ზღვის ვარსკვლავების“ თასის გათამაშება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ.

აჭარის ღია პირველობაში ქვეყნის რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული ფრენბურთელების გარდა, თურქი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის ჩატარების მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო, რაშიც მონაწილეობა 2009-2010 და 2012-2013 წლებში დაბადებულმა ახალგაზრდა ფრენბურთელებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს.

ცნობისათვის, ფონდი სპორტის სამ სახეობის ხელშეწყობას მომავალშიც განაგრძობს და სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბური საფრენბურთო ტურნირების ორგანიზება არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ დღის გამო ცხოვრება ღირდა | ტარიელ ხეჩიკაშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ
ამ დღის გამო ცხოვრება ღირდა | ტარიელ ხეჩიკაშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ