ქართველებმა სომხებს აჯობეს - ფრენბურთელები ბრძოლას განაგრძობენ
Aa
Aa

ქართველებმა სომხებს აჯობეს - ფრენბურთელები ბრძოლას განაგრძობენ

საქართველოს 18-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ჩვენს ქვეყანაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. ქართველმა ფრენბურთელებმა თელავის სპორტის სასახლეში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში სომხეთის გუნდი სეტებში 3:0 დაამარცხეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და სტუმრების მთელი თავით აღემატებოდნენ. ყველაზე შედეგიანი კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი კესო ნარიმანიძე გახლდათ, რომელმაც ასპარეზობა 13 ქულით დაასრულა. თბილისში გამართულ შესარჩევ ეტაპზე 6 გუნდი მონაწილეობდა, ჯგუფის გამარჯვებული პოლონეთი გახდა, ხოლო საქართველომ მომდევნო ეტაპის საგზური მეორე ადგილის დაკავებით გაინაღდა.

ცნობისათვის, მთავარი საკვალიფიკაციო ეტაპი გაზაფხულზე გაიმართება, ტურნირის ჩატარების ადგილი და მოწინააღმდეგეების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ლუქსემბურგთან - წინ ლატვიასთან მატჩია
გამარჯვება ლუქსემბურგთან - წინ ლატვიასთან მატჩია