მცირედი ევროს საგზურამდე - ფრენბურთელებმა სამიდან ორი მოიგეს
Aa
Aa

მცირედი ევროს საგზურამდე - ფრენბურთელებმა სამიდან ორი მოიგეს

რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში სამი დღის განმავლობაში 22-წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა, სამიდან ორი შეხვედრა მოიგო და კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ქართველი ფრენბურთელები პირველ ტურში უდავო ფავორიტ საფრანგეთთან სეტებში 0:3 დამარცხდა, რასაც ირლანდიელებთან (3:0) და ლუქსემბურგელებთან (3:1) მოგებული მატჩები მოჰყვა. შედეგად ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და ჯგუფის ვიცე-გამარჯვებული გახდა. არსებული ფორმატის თანახმად, ხუთი შესარჩევი ჯგუფიდან პირველ პოზიციაზე გასულების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე ორი საუკეთესო მეორეადგილოსანიც ხვდებოდა და საქართველოს ნაკრები იტალიელებს მხოლოდ ქულების უარესი შეფარდებით ჩამორჩა.

ცნობისათვის, ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ფრენბურთელი გარი კურაზიანი (12 ქულა) იყო, ხოლო ლუქსემბურგთან ამ მხრივ თორნიკე კამკამიძე (18 ქულა) გამოირჩეოდა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველების დომინაციით - ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი
ქართველების დომინაციით - ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი