ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

რა შანსები აქვს ეგოიანის ექსელსიორს | Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდი

ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს 2026/27 წლების სეზონი 7 აგვისტოს დაიწყება. პირველ ტურში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორი“ სტუმრად „კამბურს“ დაუპირისპირდება და ტურნირის სტარტამდე Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზები გაგვიზიარა.

Opta-ს მიხედვით, ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი პსვ-ს აქვს — 48.5 პროცენტი. მეორე ადგილზე „ფეიენოორდია“ — 11.8%, მესამეზე — „აიაქსი“ (10.2%). ეგოიანის გუნდის ჩემპიონობის შანსი 0.2 პროცენტით ფასდება.

Opta-ს მიხედვით, ალბათობა, რომ „ექსელსიორი“ ბოლო ადგილს დაიკავებს და გავარდება, 8.7 პროცენტია, ხოლო მე-17 ადგილზე გასვლის — 9.2%. ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტო ვარაუდობს, რომ უმაღლესი დივიზიონიდან „კამბური“ და „ვილემ II“ გავარდებიან, ხოლო მე-16 ადგილზე, რომელიც პლეი-აუტში თამაშის საშუალებას იძლევა, „დენ ჰააგი“ გავა. Opta პროგნოზირებს, რომ ეგოიანის გუნდი მე-13 ადგილს დაიკავებს.

ცნობისთვის, ეგოიანის გუნდმა წინასასეზონო ეტაპზე ხუთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა: „ჰერაკლესთან“ დუბლი მიითვალა და „ბრედას“ კარიც აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსმანი ილიას მესამე რაუნდში დაანოკაუტებს“ | ალი აბდელაზიზის ვარაუდები
„უსმანი ილიას მესამე რაუნდში დაანოკაუტებს“ | ალი აბდელაზიზის ვარაუდები