ოლიმპიაკოსი კვლავ საქმეშია - ზურიკოს შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ფრაგნული მედია ზურიკო დავითაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. „სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული სააგენტო peuple-vert-ი ბერძნულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი შემტევი კვლავ მოიაზრება „ოლიმპიაკოსის“ სატრანსფერო სიაში.
გამოცემა წერს, რომ „სენტ-ეტიენმა“ ბერძნული კლუბის პირველი შეთავაზება, რომელიც ბონუსების ჩათვლით 13.5 მილიონ ევროს შეადგენდა, დაბლოკა, თუმცა დიდი შანსია, რომ ოლიმპიაკოსმა უახლოეს დღეებში ახალი, გაუმჯობესებული წინადადება წარადგინოს.
ზურიკო დავითაშვილის გარდა, „ოლიმპიაკოსი“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქართველი ფეხბურთელის დამატება რჩება.
„ოლიმპიაკოსთან“ ერთად, ზურიკოს დამატებით „ატალანტა“, „ბენფიკა“, „ბეშიქთაში“ და კიდევ რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა „სენტ-ეტიენის“ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს, არც ერთი არ დათანხმდა, რამაც ფრანგული კლუბიდან დავითაშვილის ტრანსფერი გააჭიანურა.