ექსტრაკლასას მატჩს გამოტოვებს - ზარანდია ტრავმირებულია
Aa
Aa

ექსტრაკლასას მატჩს გამოტოვებს - ზარანდია ტრავმირებულია

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში გდინიას ''არკა'' სტუმრად აუტსაიდერ ''სენდეციას'' შეხვდება. ''არკას'' შემადგენლობაში  ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია ვერ ითამაშებს. ინფორმაცია პოლონური გუნდის შემტევმა crystalsport-თან საუბარში დაადასტურა. პირველადი გამოკვლევის მიხედვით ზარანდიას მიკრო ტრავმა აწუხებს და უახლოეს პერიოდში მოედანს დაუბრუნდება.

რაც შეეხება ''სენდეციასთან'' შეხვედრას, მატი დღეს 22 აპრილს თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 22 წლის მოთამაშემ ტრავმა პოლონეთის თასის ნახევარფინალში ''კორონასთან'' მიიღო. გდინიაში გამართულ შეხვედრაში ზარანდია სასტარტოში მოხვდა და ტრავმის გამო 59-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე რვა გუნდს შორის ''არკა'' 40 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''კრაკოვიას.'' საუკეთესო რვა გუნდს შორის ასევე ვერ მოხვდა ლაშა დვალის ''პოგონი.'' საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდმა 32-ე ტურის შეხვედრა სტუმრად ''პიასტთან'' ჩაატარა. დვალმა 90 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა. მეორე რვა გუნდს შორის ''პოგონი'' 34 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები