დილა
Aa
Aa

10-კაციანი დილას მარცხი | გორში აპოლონთან 0:4 წააგეს

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე „აპოლონი“ გახლავთ. პირველი შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და კვიპროსელებმა მომდევნო ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდეს — 0:4.

მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით ბრენდონ ტომასმა ისარგებლა და „აპოლონი“ დააწინაურა. 28-ე წუთზე ტომასმა ბრწყინვალედ იმოქმედა და გატენ ვაისბეკს გაატანინა — 0:2.

მე-40 წუთზე „დილას“ მდგომარეობა დამძიმდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, დანიელ ჰიგრაფმა ნანა კოფი დონკორს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. 51-ე წუთზე თედო კიკაბიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 88-ე წუთზე თავი ალენ ოზბოლტმა გამოიჩინა და „აპოლონმა“ 4:0 მოიგო.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება. „აპოლონი“ მასპინძლის რანგში იქნება და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „ბრანს“ ან „უნ. კლუჟს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთან ჩხუბს ცარუკიანი ბევრად მეტად იმსახურებს“ | გეიჯიმ ილიასთან რემატჩზე ისაუბრა
„ჩემთან ჩხუბს ცარუკიანი ბევრად მეტად იმსახურებს“ | გეიჯიმ ილიასთან რემატჩზე ისაუბრა