„ყველაზე დიდი ტკივილი ისაა, რომ...“ - დე პოლმა გულშემატკივრებს მიმართა
არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიგო დე პოლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს წერილით მიმართა.
„ყველაზე დიდი ტკივილი ისაა, რომ მსოფლიო თასის ჩვენს ქვეყანაში დატოვება ვერ შევძელით, რადგან თუ ვინმე იმსახურებდა ამ გრძნობის ხელახლა განცდას, ეს თქვენ ხართ.
მაგრამ დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ თქვენი კავშირი გუნდთან ბევრად სცდება ტიტულის საზღვრებს. და სწორედ ამას მინდა ჩავეჭიდო ამ მომენტის გადასატანად.
ვხედავ, რამდენი ადამიანი ნატრობდა ჩვენს მარცხს და ავრცელებდა უსაფუძვლო შეთქმულების თეორიებს იმათი ტკივილის ჩასახშობად, ვინც ვერ განიცადა ის, რასაც ყველა არგენტინელი განიცდიდა, რადგან მათ აღიზიანებდათ ჩვენი ღიმილი, ჩვენი მანერები...
მაგრამ ამან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ნაკრების მაისურისადმი ვნებას და სიყვარულს ყველაფრის დაძლევა შეუძლია.
ტკივილი კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ დღეს, ისე როგორც არასდროს, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთთან 1:0 დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.