რაფაელ მარკესი
Aa
Aa

დაგეგმილი სიახლე - მექსიკა მარკესს ჩააბარეს

მექსიკის ნაკრებს საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა როგორი შედეგითაც არ უნდა დაესრულებინა, ამ გუნდის დამრიგებელი ხავიერ აგირე თანამდებობის დატოვებას გეგმავდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ „აცტეკებმა“ ტურნირის დაწყებამდე დასახული მიზანი ვერ შეასრულეს და მეოთხედფინალში ვერ გავიდნენ, რასაც მალევე საკადრო სიახლეები მოჰყვა.

პრინციპში ამ ყველაფერს სიახლესაც ვერ ვუწოდებთ, რადგან თითოეულმა მექსიკელმა გულშემატკივარმა კარგად იცოდა, რომ მუნდიალის შემდეგ მათი ქვეყნის ეროვნული გუნდის დამრიგებლის პოსტზე აგირეს რაფა მარკესი ჩაანაცვლებდა, რომელიც ამ პლანეტის პირველობაზე სამწვრთნელო შტაბში შედიოდა და ტექნიკური ასისტენტის ფუნქციებს ითავსებდა. აქვე გეტყვით, რომ 2024 წელს მარკესისთვის კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ „ბარსელონას“ 2 მილიონი ევრო გადაუხადა - მაშინ რაფა კატალონიელთა მეორე გუნდს ამზადებდა.

ცნობისათვის, რაფაელ მარკესმა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 147 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები კი რაფას „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, სადაც ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ კი ესპანეთის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარშმელოუ ოთხ წელიწადში ერთხელ - იამალმა ბავშვობა გაიხსენა
მარშმელოუ ოთხ წელიწადში ერთხელ - იამალმა ბავშვობა გაიხსენა