ლინეკერი: “არგენტინამ აჩვენა, რატომ არის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი“
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს - ინგლისი არგენტინის წინააღმდეგ.
გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა. ალბისელესტემ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამის ლომის ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ლინეკერმა კომენტარი გააკეთა.
ლინეკერი:
„ეს იყო მსოფლიო დონის ნახევარფინალი. არგენტინამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ არის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი. ინგლისმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ ერთი-ორი მომენტიც კი გადამწყვეტია. გულდასაწყვეტია, რადგან ფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით.
ტუხელი? შეიძლებოდა რაღაცების სხვანაირად გაკეთება. მეტს ვერაფერს გეტყვით. ძალიან დამწუხრებული ვარ. შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან. ვფიქრობ, ფინალში, რომ გავსულიყავით, სრულიად დამსახურებული იქნებოდა.“
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილისთვის ინგლისი საფრანგეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.